Monday, March 26, 2012

უხმო ფილმი დღეს



მიშელ ჰაზანავიჩუსის “არტისტი”



უხმო ფილმი, შავ–თეთრი ცოტა უცნაურია  3D ეპოქაში,  თუმცა ჰაზანავიჩუსმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არარეალური პროექტი,,კომერციულად, ყურებადობით –ყველაზე მომგებიან ფილმად აქცია.


 განუმეორებელს  ჰაზნავიჩუსის რეჟისურისა და ლუდოვიკ ბურსის მუსიკასთან  ერთად ჟან დიუჟარდენი ქმნის. მისი თამაშის მანერა ზუსტად აცოცხლებს უხმო ფილმის ესთეტიკას. “არტისტი” ოსკარზე და ოქროს გლობუსზეც საუკეთესო ფილმად დასახელდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წელს დაჯილდოვებაზე სხვა ძალიან ძლიერი ფილმები იყო წარმოდგენილი.მაგალითად hugo”, რომელიც ასევე მოგვითხრობს პირველი ფილმების შესახებ, ანუ ისტორიას კინოს დაბადებაზე.

   უყურებ ფილმს და ხვდები, რომ ტექნოლოგიური წინსვლა 3D, კომპიუტერული გრაფიკა –ეს ყველაფერი და უამრავი თანხა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ შექმნა ყველაზე მეტყველი ფილმი. უხმო, შავ–თეთრი, მაგრამ  ბევრისმთქმელი



¨ა ბოლოს საქართველო “არტისტში”. მეხუთე წუთზე კარგად ჩანს ტიტრები - ” დიდხანს სიცოცხლე თავისუფალ საქართველოს.

 აქვე ფილმის ტრეილერი...

¨


 

პირველი უხმო ფილმი


ძმებმა ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება 1895 წლის 28 დეკემბერს მოაწყვეს, პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა ,რომელიც იყო 45 წამიანი - "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ“.

სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება.




იხილეთ ფილმი...

ფილმი უკვე ტიტრებით


¨1916 წელს შეიქმნა პირველი ტიტრებიანი ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა უერთიერთობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.


უხმო ფილმის მნიშვნელობა


ნამდვილად გენიოსები იყვნენ,ვინც უხმოდ ალაპარაკებდნენ კინოს.უხმო ეს არ არის მუნჯი.ეს არის ხელოვნება,რომლებსად გენიოსები ქმნიდნენ.სულაც არ არის საჭირო სიტყვები ნამდვილი კლასისკის შესაქმნელად.მას ნამდვილად თავისი ხიბლი ქონდა,რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლის.ეს არის უხმო ფილმები, მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტყველი.