Saturday, June 9, 2012
ვარსკვლავი ნატო ვაჩნძე
ნატო ვაჩნაძე ის იყო ქართული საბჭოთა პერიოდის კინოს მეგავარსკვლავი მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა.ის იქცა ქართული კინოს ლეგენდად,მან ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვი საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.
ელდარ შენგელაია:
პირველ ყოვლისა ის იყო ჩვენი დედა. ამიტომ მე ვიხსენებ არა მის შემოქმედებასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, არამედ ჩვენს სახლს, ჩვენს ურთიერთობას. დედა, თავისი ბუნებით ძალიან კეთილი და რბილი ადამიანი იყო და ჩვენც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. პირადად მე არც ისეთი დამჯერე და მშვიდი ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს დედაჩემი გაბრაზებული. შეიძლება გაბრაზებულიყო კიდეც, მაგრამ ამ ყველაფერს სხვანაირად გამოხატავდა. დიდი მეგობარი იყო ჩვენი და ძალიან გვიყვარდა. მადლიერები ვართ კიდევ იმიტომ, რომ უმამოდ ვიყავით გაზრდილები და ეს არ გვიგვრძნია. თუ რამეზე გვქონდა საუბარი, დედა აუცილებლად გვეტყოდა, რომ მამა ასე იფიქრებდა, ასე იტყოდა, ასე შეაფასებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მე მამის გარეშე არ გავზრდილვარ, ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა დედა. ამიტომ ძალინ დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, სამივე ძმისთვის მისი გარდაცვალება.
მთელი მისი შემოქმედება, ეს არის ერთი უწყვეტი ლენტი. თუ შეიძლება ასე ითქვას. ამასთან, ის დრო მელოდრამის პერიოდი იყო. დედაჩემი ძალიან ხალისიანი და ცნობისმოყვარე გახლდათ. ბევრი მეგობარი ჰყავდა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში. ხშირად ამბობდა: სულ მკლავენ, მახრჩობენ და ერთხელ კომედიაც მათამაშეთო. ამიტომ ძნელია რომელიმე როლი გამოარჩიო. მუნჯი კინოს პერიოდი სხვა იყო და ხმოვანი კინოს დრო სხვა. ბევრი ცნობილი მსახიობი ჩამოშორდა კინოს იმიტომ, რომ ხმამ შეუშალა ხელი. დედამ ძალიან ბევრი იშრომა. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ ფილმს „არსენა“. ძალიან მომწონს არსენას და მისი საუბარი…
“ომამდე შედარებით კარგი ცხოვრება გაელვებასავით მახსოვს. ომის დროს კი ჩვენც ისევე გვიჭირდა, როგორც ყველას, მამა უკვე აღარ იყო, დედა სამ შვილს ტალონებით აღებული შავი პურით და მინიმალური შეშით გვკვებავდა და გვათბობდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები ხელს უმართავდნენ. ომის დროს კინოწარმოება შეწყდა, დედა სხვა მსახიობებთან ერთად კონცერტებს მართავდა, ხშირად დადიოდა რაიონებში, საიდანაც სანახაობის საფასურად აღებული პროდუქტით ბრუნდებოდა, რაც ბავშვებს ძალიან გვახარებდა. შვილების მიმართ ძალიან თბილი იყო. ჩემი ძმები, თენგიზი და გიორგი ჩემზე დინჯები იყვნენ, კარგად სწავლობდნენ. მე მათთან შედარებით ცელქი ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, დედას ხმამაღლა მოეცა შენიშვნა, მშვიდად მიმითითებდა და სულ ეს იყო მისი სიმკაცრე, შვილებისთვის ყველაფრის პატიება შეეძლო. ხშირად ჩიოდა, ყველა ფილმში მკლავენო და ძალიან უნდოდა კომედიაში თამაში, რადგან ბუნებით ძალიან ლაღი და მხიარული ადამიანი იყო, თუმცა ტრაგიკული ბედით…”
გიორგი შენგელაია:
-მეც, ალბათ, იგივეს ვიტყოდი. ნატო ვაჩნაძე ჩემთვის და ელდარისთვის უპირველესად არის დედა. რა მსახიობი იყო, რა როლებს თამაშობდა ეს ჩვენი შესაფასებელი არ არის. თუმცა, რომ დავეუფლეთ ამ პროფესიას და გავხდით კინოს მოღვაწეები, მერე შევაფასეთ უფრო მისი მსახიობობა. როგორც ელდარმა თქვა, იყო არაჩვეულებრივად დემოკრატიული ქალი. მახსენდება როგორ გვატარებდა კახეთში უბრალო ხალხთან, მათთან ერთად პურს აცხობდა, ფეხშიშველა დადიოდა, მაგრამ ის, როგორც მსახიობი, შევიგრძენი 1949 წელს, მის იუბილეზე, როცა ქართველმა ხალხმა მოღვაწეობის 25 წელიწადი გადაუხადა. მაშინ მე 12 წლის ვიყავი.
ჩემთვის გამორჩეული უფრო მუნჯური კინოს როლებია. საერთოდ რომ გითხრათ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რომელიმე ძალიან გამორჩეული როლი არ არის. ის იყო ერთი ვარსკვლავი, რომელიც იცვლიდა სახეს და სხვადასხვა როლებში ტრანსფორმირდებოდა. ყველა როლი კარგია. დედა იყო ერთნაირი ყველა როლში, კარგი გაგებით. იმიტომ, რომ თავის ბუნებას ასახიერებდა.
გიორგი ლეონიძე:
რაც გომბორი მთას უთქმელი დარჩა
და რაც ალაზნის ველს აქვს სათქმელი
წინანდლის ვარდი, სამგორის ფარჩა
და ალავერდის ოქროს სარკმელი…
გ.ლეონიძე, ექსპრომტი, 1942 წელი.
იოსებ ნონეშვილი:
ვაჩნაძიაანთ ტურფა ქალო
ლამაზების დედოფალო
შენი ღვაწლი, შენი ქება
პოემაშიც ვერ ითქმება,
ლექსში, როგორ ჩამოვთვალო…
მარიკა ლორთქიფანიძე:
„მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახის საშუალებით პირადად ვიცნობდი ნატოს. მე მას ვუყურებდი ეკრანზე, როგორც ღმერთქალს და მერე სახლში ჩვეულებრივ ადამიანს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი. როცა ჩვენთან ოჯახში რამე პრობლემა შეიქმნებოდა, ის ყოველთვის გვერდში გვედგა. მაშინაც, როცა ბებიაჩემი, ანა მიქელაძე, ავადმყოფობდა, მოვიდოდა, დაუჯდებოდა, ისე ტკბილად ესაუბრებოდა, ვუცქერდი და ვფიქრობდი – ნუთუ ეს ის ქალია, რომელსაც მე ეკრანზე ვუყურებ. ნატო ვაჩნაძე ის პიროვნებაა, რომელიც არასდროს არ მოკვდება. ის ყოველთვის იქნება ქართველი ერისთვის სათაყვანებელი და უსაყვარლესი პიროვნება, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა ქართული ხელოვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ“.
გიგა ლორთქიფანიძე:
„საოცარი პიროვნება და ფანტასტიური თამადა იყო. თენგიზის მეგობრებს დაგვსხამდა, დაგვათრობდა და კარგ დროს გაგვატარებინებდა. დაუვიწყარი ადამიანი და არაჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ კულტურაში. ქალი, რომელმაც მისცა საქართველოს ისეთი ვაჟკაცი პიროვნება, როგორიც არის თენგიზ ვაჩნაძე და ორი გენიალური კინორეჟისორი ელდარი და გიორგი უკვადავების ღირსია“.
ქართული უხმო ფილმების ისტორია
ქართული კინოხელოვნების ისტორია მე_20 საუკუნის დამდეგიდან იწყება. „ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. .პირველად ლუმიერების საპროექტო აპარატი შეიძინეს 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ,ამის შემდეგ მათ დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასტროლების მოწყობა ეს იყო დასაბამი გაცნობოდა ქართველი მაყურებელი კინოხელოვნებას.
პირველი კინოსტაციონარი ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა 1904 წელს ოდისელი კომერსანტის სოფია ივანიცკაიას მიერ სახელწოდებით ''ილუზიონი''
1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.
1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი უხმო მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 1923–1938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), „სურამის ციხე“ (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), „მოძღვარი“ (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას “შაქირი” (”როტე ფანე”).
ქართული მუნჯური კინოს ისტორიიდან ერთ_ერთი უხუცესი ფილმია ''ჩემი ბებია ''რომელი რეჯოსორმა კოტე მიქაბერიძემ გადაიღო 1925 წელს.მუსიკა ფილმისთვის დაწერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ბეტ კასტერმა.როდესაც ამ ფილმის ჩვენება მოხდა კინოთეატრ ''ამირანში'' ბეტ კასტერი სპეციალურად ჩამოვიდა თავის 6 წევრიან ჯგუფთან ერთად.
შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი ქართული ფილმებისა.
ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი
უხმო კინოს უდიდესი გენიოსია ჩარლი ჩაპლინი. მისი საოცარი მიმიკითა და ჟესტიკულაციით
უსაზღვრო გრძნობებსა და ემოციებს აფრქვევდა ეკრანიდან. მისი "მაწანწალა" იყო ერთდროულად
მოწყენილი, მოხერხებული და საზრიანი. მისი სიტყვებია: "მაშინაც კი როდესაც თავშესაფარში ვცხოვრობდი ანდა
ქუჩაში დავეხეტებოდი და სარჩოს დავეძებდი, თავს მსოფლიოს უდიდეს მსახიობად ვთვლიდი. ეს რწმენა,
რომელიც ჩემს ტავდაჯერებულობას ემყარებოდა, არასოდეს გამნელებია. ამ რწმენის გარეშე ადამიანს
უსათუოდ დამარცხება ელის."
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი.
ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists.
ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს.
ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.
1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში.
1921წელს აწყობს ევროტურს.
მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”)
ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”
1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …
1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო
1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A King in New York”
1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს)
უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი.
ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში Vevey
უხმო ფილმის გენიოსები
საუკეთესო რეჟისორმა
ჟორჟ მელიესმა 1902 წელს გადაღებული ფილმით "მოგზაურობა მთვარეზე" მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
(ეს კადრები წლევანდელი ოსკარის ოთხგზის გამარჯვებულ "ჰუგო"-შიცაა ნაჩვენები, ფილმში დაწვრილებითაა ჟორჟ მელიესის შესახებ)
1903 წელს ედვინ პორტერის მიერ გადაღებული ფილმი "ძარცვა მატარებელში" საკმაოდ მრავალფეროვანი
და იმ დროისათვის შედევრული გამოდგა, რადგან კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველად მოხდა
პარალელური მონტაჟის ტექნოლოგია, ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა.
თანდათანობით კინოს ბიზნესმა უფრო და უფრო მოიხვეჭა სახელი. 1910 წლებში უამრავი კინოთეატრი
გაიხსნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჰოლივუდის ვარსკვლავებს დიდ რეკლამებს უკეთებდნენ, მათზე
დაბეჭდილი, სტატიები, ინტერვიუები თუ პოსტერები საკმაოდ პოპულარული იყო.
ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი, ამერიკელი რეჟისორი დევიდ უორკ გრიფითი.
მან პირველმა შემოიღო და დანერგა კინოინდუსტრიაში ახალი ხერხები: დაბნელება, დიდი ხედი, მოძრავი
კამერის გამოყენება, ერთსა და იმავე სცენის სხვადასხვა მხრიდან გადაღება და სხვ. მისი ფილმები მსოფლიო
შედევრებს მიეკუთვნება.
ამ დროისათვის კინოინდუსტრია თავი მოიყარა ჰოლივუდში, კალიფორნიაში. შეიქმნა კინოსტუდიები:
Universal Pictures, Warner Brosers. პირველმა მსოფლიო ომმა შეაფერხა მისი განვითარება
ევროპაში, თუმცა ამერიკაში კინოინდუსტრია წინ მიიწევდა. ყველა ფილმი მუნჯური იყო, რადგან
შემქმნელებმა ვერ მოახერხეს ხმის სინქრონიზაცია.
კინოს აღორძინება
"მოძრავი გამოსახულებების" შექმნამ კინო-ხელოვნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
მისმა გმირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და უამრავი მაყურებელი მოხიბლეს.
წლევანდელ წელს რამოდენიმე ფილმმა შეგვახსენა კინო-ინდუსტრიის წარსული.
სინამდილეში გამოსახულება არ მოძრაობს, ფილმი შედგება ათასობით კადრისაგან, ანუ სურათისაგან
რომლებიც რეგულარული პერიოდულობით იცვლება მაყურებლის თვალწინ. ყოველი კადრი მეხსიერებაში
რჩება მანამ, სანამ ახალი არ გამოჩნდება. ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ განსხვავება კადრებს
შორის არ შეიმჩნევა და მოძრავი გამოსახულება იქმნება. თუმცა კინოს გადაღებისათვის მხოლოდ
სურათები არ კმარა. კინოს შექმნის საშუალება ხელოვანბეს შეექმნათ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა
გამომგონებელმა თომას ალვა ედისონმა პირველი კინოაპარატი შექმნა.
Friday, June 8, 2012
Monday, March 26, 2012
უხმო ფილმი დღეს
მიშელ ჰაზანავიჩუსის “არტისტი”
უხმო ფილმი, შავ–თეთრი ცოტა უცნაურია 3D ეპოქაში, თუმცა ჰაზანავიჩუსმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არარეალური პროექტი,,კომერციულად, ყურებადობით –ყველაზე მომგებიან ფილმად აქცია.
გგანუმეორებელს ჰაზნავიჩუსის რეჟისურისა და
ლუდოვიკ ბურსის მუსიკასთან ერთად ჟან
დიუჟარდენი ქმნის. მისი თამაშის მანერა ზუსტად აცოცხლებს უხმო ფილმის ესთეტიკას.
“არტისტი” ოსკარზე და ოქროს გლობუსზეც საუკეთესო ფილმად დასახელდა. ასევე უნდა
აღვნიშნოთ, რომ ამ წელს დაჯილდოვებაზე სხვა ძალიან ძლიერი ფილმები იყო
წარმოდგენილი.მაგალითად “hugo”, რომელიც ასევე
მოგვითხრობს პირველი ფილმების შესახებ, ანუ ისტორიას კინოს დაბადებაზე.
უყურებ ფილმს და ხვდები, რომ ტექნოლოგიური წინსვლა 3D, კომპიუტერული გრაფიკა –ეს ყველაფერი და უამრავი თანხა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ შექმნა ყველაზე მეტყველი ფილმი. უხმო, შავ–თეთრი, მაგრამ ბევრისმთქმელი
¨და ბოლოს საქართველო
“არტისტში”. მეხუთე წუთზე კარგად ჩანს ტიტრები - ” დიდხანს სიცოცხლე თავისუფალ
საქართველოს.
აქვე ფილმის ტრეილერი...
¨
პირველი უხმო ფილმი
ძმებმა ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება 1895 წლის 28 დეკემბერს მოაწყვეს, პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა ,რომელიც იყო 45 წამიანი - "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ“.
სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება.
ფილმი უკვე ტიტრებით
¨1916 წელს შეიქმნა
პირველი ტიტრებიანი ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, გრიფიტის ფილმი
,,მოუთმენლობა”. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ტიტრები, რაც სიტყვების
მაგივრობას წევდა. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა
უერთიერთობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
უხმო ფილმის მნიშვნელობა
ნამდვილად გენიოსები იყვნენ,ვინც უხმოდ ალაპარაკებდნენ კინოს.უხმო ეს არ არის მუნჯი.ეს არის ხელოვნება,რომლებსად გენიოსები ქმნიდნენ.სულაც არ არის საჭირო სიტყვები ნამდვილი კლასისკის შესაქმნელად.მას ნამდვილად თავისი ხიბლი ქონდა,რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლის.ეს არის უხმო ფილმები, მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტყველი.
Subscribe to:
Posts (Atom)