Saturday, June 9, 2012
ქართული უხმო ფილმების ისტორია
ქართული კინოხელოვნების ისტორია მე_20 საუკუნის დამდეგიდან იწყება. „ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. .პირველად ლუმიერების საპროექტო აპარატი შეიძინეს 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ,ამის შემდეგ მათ დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასტროლების მოწყობა ეს იყო დასაბამი გაცნობოდა ქართველი მაყურებელი კინოხელოვნებას.
პირველი კინოსტაციონარი ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა 1904 წელს ოდისელი კომერსანტის სოფია ივანიცკაიას მიერ სახელწოდებით ''ილუზიონი''
1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.
1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი უხმო მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 1923–1938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), „სურამის ციხე“ (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), „მოძღვარი“ (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას “შაქირი” (”როტე ფანე”).
ქართული მუნჯური კინოს ისტორიიდან ერთ_ერთი უხუცესი ფილმია ''ჩემი ბებია ''რომელი რეჯოსორმა კოტე მიქაბერიძემ გადაიღო 1925 წელს.მუსიკა ფილმისთვის დაწერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ბეტ კასტერმა.როდესაც ამ ფილმის ჩვენება მოხდა კინოთეატრ ''ამირანში'' ბეტ კასტერი სპეციალურად ჩამოვიდა თავის 6 წევრიან ჯგუფთან ერთად.
შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი ქართული ფილმებისა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment