Saturday, June 9, 2012

კინოს აღორძინება

"მოძრავი გამოსახულებების" შექმნამ კინო-ხელოვნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისმა გმირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და უამრავი მაყურებელი მოხიბლეს. წლევანდელ წელს რამოდენიმე ფილმმა შეგვახსენა კინო-ინდუსტრიის წარსული. სინამდილეში გამოსახულება არ მოძრაობს, ფილმი შედგება ათასობით კადრისაგან, ანუ სურათისაგან რომლებიც რეგულარული პერიოდულობით იცვლება მაყურებლის თვალწინ. ყოველი კადრი მეხსიერებაში რჩება მანამ, სანამ ახალი არ გამოჩნდება. ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ განსხვავება კადრებს შორის არ შეიმჩნევა და მოძრავი გამოსახულება იქმნება. თუმცა კინოს გადაღებისათვის მხოლოდ სურათები არ კმარა. კინოს შექმნის საშუალება ხელოვანბეს შეექმნათ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ალვა ედისონმა პირველი კინოაპარატი შექმნა.

No comments:

Post a Comment