Saturday, June 9, 2012

ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი

უხმო კინოს უდიდესი გენიოსია ჩარლი ჩაპლინი. მისი საოცარი მიმიკითა და ჟესტიკულაციით უსაზღვრო გრძნობებსა და ემოციებს აფრქვევდა ეკრანიდან. მისი "მაწანწალა" იყო ერთდროულად მოწყენილი, მოხერხებული და საზრიანი. მისი სიტყვებია: "მაშინაც კი როდესაც თავშესაფარში ვცხოვრობდი ანდა ქუჩაში დავეხეტებოდი და სარჩოს დავეძებდი, თავს მსოფლიოს უდიდეს მსახიობად ვთვლიდი. ეს რწმენა, რომელიც ჩემს ტავდაჯერებულობას ემყარებოდა, არასოდეს გამნელებია. ამ რწმენის გარეშე ადამიანს უსათუოდ დამარცხება ელის." სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობას და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65 წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. დაგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით, 1919 წელს მან დააარსა ცნობილი კომპანია United Artists. ჩარლი ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები music hall-ის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ, ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. Lily Harvey (Hannah Harriet Hill) ჩარლის დედამ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901. ძმები ჩარლი და სიდი (Sydney) დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეტაში (Lambeth), ამის შემდეგ ბავშვები მიაბარებს ობოლთა თავშესაფარს. ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად music hall-ში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური ( ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე … ასაკის გამო ყველგან დროებით …) 14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” … ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად… როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა. 1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს Fred Karno-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში. 1921წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”) ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times” 1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა … 1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო 1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს მონაწილეობას თავისივე ფილმში “A King in New York” 1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს) უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი. ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში Vevey

No comments:

Post a Comment